მაიკ პომპეო ადასტურებს, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

“სატელეფონო საუბარში ვმონაწილეობდი",- განუცხადა პომპეომ ჟურნალისტებს იტალიაში ვიზიტისას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ზარი პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, „რუსული საფრთხის შემცირებას“, მთავრობაში კორუფციის აღმოფხვრასა და ეკონომიკის გაძლიერებას შეეხებოდა.

25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ "დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა კონგრესის "დემოკრატი" წევრების ვარაუდი იმის შესახებ, რომ 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მაიკ პომპეოც მონაწილეობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს