იაგო ხვიჩია - პოლიციაში დაბარებულ „გირჩის“ წევრებს  შეატყობინეს, რომ მათ მიმართ მოსამართლის ნებართვის საფუძველზე მოსმენა ხორციელდებოდა

„გირჩის“ წევრებს, რომლებიც კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების გამო პოლიციაში დაიბარეს, შეატყობინეს, რომ მათ მიმართ მოსამართლის ნებართვის საფუძველზე მოსმენა ხორციელდებოდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელიც თანაპარტიელებთან ერთად პოლიციაში იყო დაბარებული.

მისივე თქმით, პოლიციაში უთხრეს, რომ მოსმენების შედეგად მის საუბრებში რაიმე უკანონო არ აღმოუჩენიათ.

" არასასიამოვნოა, როცა გეუბნებიან, რომ ტელეფონზე გისმენდნენ. ისედაც ხომ ვიცით, რომ ქვეყანაში გვისმენენ. ეს მგონია, რომ სასამართლოს პრობლემაზე მიუთითებს, რომ ნებართვას აძლევს კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე იმ ადამიანების მოსმენის, რომლებმაც მარიხუანის ლეგალიზაციას მიაღწიეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის გამო ჭორაობის საშუალება მისცა სასამართლომ ძალოვან უწყებებს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მათი მხარდამჭერების შეშინების სურვილს.

" თუმცა ვინც აქ იყვნენ, ამ ადამიანებს არც შეშინებელი გამომეტყველება ჰქონდათ და პირიქით, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით ვიყავით გამსჭვალული, ვილაპარაკეთ და ვიხუმრეთ კიდეც,"- ამბობს იაგო ხვიჩია და დასძენს რომ თანაპარტიელებისგან განსხვავებით, მან პოლიციის შენობა მოკლე დროში დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო