Microsoft-ის რევოლუციური ტექნოლოგიის  HoloLens ტექნოპარკში ნახვა  დღეიდან არის შესაძლებელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში Microsoft-ის რევოლუციური ტექნოლოგიის HoloLens- ის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მოწყობილობის ჩამოტანა ბლოგ MSinfo-ს ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მაიკროსოფთის პარტნიორი კომპანია „სმარტ ბიზნეს ჯორჯიას“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მისი გამოცდის შესაძლებლობა დეველოპერებსა თუ უბრალოდ ტექნოლოგიურ ენთუზიასტებს ტექნოპარკში 15 დღის განმავლობაში ექნებათ.

მათივე ინფორმაციით, HoloLens არის ახალი თაობის კომპიუტერი, რომლის გამოყენებისას არ გვჭირდება არც ეკრანი, არც მაუსი ან კლავიატურა, არამედ მხოლოდ სათვალე, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი გარემო, სამუშაო თუ გასართობ სივრცედ ვაქციოთ.

უწყების ცნობით, გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეებისგან განსხვავებით, HoloLens- ი საკუთარ პროცესორზე მუშაობს. ეს კი ნიშნავს, რომ მის მომხმარებელს Windows 10-ის ნებისმიერი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ სათვალის გამოყენებით შეუძლია. ტექნოლოგიას იყენებენ მედიცინაში, ავტოწარმოებასა თუ განათლებაში, თუმცა, მისი პოტენციალი ყველა სფეროში ცალსახაა.

სამინისტროს ინფორმაციით, HoloLens-ზე დეველოპერები და ინჟინრები სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს უკვე ტესტავენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამოგონება ეხება მხედველობის და ამავდროულად სმენის არმქონე ადამიანებისთვის გადაადგილების გამარტივებას. HoloLens-ში გამოყენებული ტექნოლოგიები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა დეველოპერებს პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა