მსო-მ ამერიკას ნება დართო,  ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საჯარიმო გადასახადი შემოიღოს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ აშშ-ის ხელისუფლებას ოფიციალურად დართო ნება, შემოიღოს საჯარიმო გადასახადი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე. საბაჟო გადასახადმა შესაძლოა, 100 %-საც მიაღწიოს, ხოლო მათ მიერ დასაბეგრი საქონლის საერთო თანხა 7.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ ევროპული ავიამშენებელი კომპანიის „Airbus“-ის და აშშ-ს მხრიდან მისი კონკურენტის „ბოინგის“ სუბდსიდირების ირგვლივ ხანგრძლივი დავა.

ვაშინგტონი და ბრიუსელი ერთმანეთს ადანაშაულებენ და სუბსიდიებს უკანონოს უწოდებენ.

აშშ გეგმავს დაბეგროს თვითმფრინავები, ასევე მთელი რიგი სამრეწველო საქონელი, მათ შორის ყველი, ზეითუნის ზეთი, ფორთოხალი, ფქვილი და სხვა.

2018 წელს ამერიკულმა მხარემ უკვე დააწესა ბაჟი ევროპული ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს