პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა დასრულდა. შეხვედრაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნაწილი განხილეს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ, სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საიდუმლო შესყიდვები ძირითადად, ძალოვანი უწყებებისთვის არის განკუთვნილი.

"სამწუხაროდ, არ შემიძლია განვრცობილი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რადგანაც საქმე ეხება საიდუმლო ინფორმაციას. იყო ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული შეხვედრა. ზოგადად, საიდუმლო შესყიდვები როგორც წესი, ძალოვან უწყებებს უკავშირდება. ამაში ახალი არაფერია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა