„ფორმულას“ გენდირექტორის ადვოკატი - ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ეს პასუხები პროკურატურისთვის ნათელი იყო გამოკითხვამდე დაბარებამდეც

დღეს დასმულ კითხვებზე ზურაბ გუმბარიძემ ამომწურავი პასუხები გასცა. ამის შესახებ ზურაბ გუმბარიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფაქტობრივად არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა არ არსებობს, რაც გამოძიებას აინტერესებს.

"მთელი ეს პერიოდია, პროკურატურა "რუსთავი 2"-სა და "ინტერმედია +"-ს შორის სამართლებრივ და ფინანსურ ურთიერთობებს სწავლობს, რაც არა მხოლოდ ამ ეტაპზე, არამედ თავიდანვე, როცა ეს ურთიერთობები დაიწყო, იყო ღია, გამჭვირვალე, ყველა ფინანსური ოპერაცია იყო დეკლარირებული და ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების თვალსაზრისითაც ორივე კომპანია აბსოლუტურად პირნათელია. ეს დაკითხვა კი დღეს რასაც ეძღვნებოდა, გამოძიებისთვისაც კი ნათელია, რომ აქ კრიმინალის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ ჩნდება კითხვა, გუშინ ტელეკომპანია "ფორმულა" გავიდა ეთერში და იმავე დღეს არხის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩვენ ამ პროცესებს ასე ვერ შევაფასებთ, რომ მხოლოდ გამოკითხვას ჰქონდა ადგილი, კი ფორმალური თვალსაზრისით კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა გამოკითხვა, მაგრამ ეს ერთიან კონტექსტში უნდა დავინახოთ. ყველაზე მთავარი რაც არის, ყველა იმ კითხვას, რაც დაისვა, პასუხი გაეცა და ეს პასუხები პროკურატურისთვის ნათელი იყო გამოკითხვაზე დაბარებამდეც",-განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა