საინიციატივო ჯგუფი „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს

ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე საინიციატივო ჯგუფი „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს.

ინოვაციური პლატფორმა 5 ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;

2. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა;

3. განხვავებული აზრის პატივისცემა;

4. პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება;

5. თავისუფალი აზროვნება & შემოქმედება.

„თავისუფლების ქარხნის“ ორგანიზატორები (საინიციატივო ჯგუფი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ჩამოყალიბდა) იწვევენ ყველა თავისუფალ და თავისუფლებისმოყვარე ადამიანს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლა და რომელიც ეთანხმება ამ პრინციპების შინაარსს და იზიარებს მათ.

„თავისუფლების ქარხნის“ ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო კაკულიას განცხადებით, თბილისში, კერძოდ კი პეტრიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე იქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.

„ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე წარმატებულად ფუნქციონირებს კვებისა და გართობის ობიექტები, რომელიც თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ბოლო წლების საყვარელ ადგილად იქცა. თუმცა, ჩვენი იდეა ამ სივრცის აბსოლუტურად ახალი მახასიათებლებითა და შინარსით შევსებას გულისხმობს. ვფიქრობთ, ჩამოვაყალიბოთ ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციური ვირტუალური თუ ფიზიკური პლატფორმების მეშვეობით ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება თბილისში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიქმნება საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო აუდიტორიები, ჩატარდება ვორქშოპები და მრავალფეროვანი ინტერ-დისციპლინური ლექციები. თავისუფლების ქარხნის ბაზაზე დაფუძნდება ლაბორატორიები, სახელოსნოები და თანამედროვე ინოვაციების ჰაბი.

თანამშრომლობისთვის ვიწვევთ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს საინტერესო და კრეატიული იდეები, ნამუშევრები თუ გამოგონებები, სურს მიიღოს ცოდნა ან გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სხვებს. ვიწვევთ ყველას, ვისაც თავისუფალ გარემოში საკუთარი თავის რეალიზაცია სურს, ყველას, ვისაც თავისუფლების შენებაში ერთი აგურის დადება მაინც შეუძლია.

იქმნება ფონდი, რომელიც წაახალისებს ყველა ინოვატორულ წამოწყებას და ხელს შეუწყობს შემოქმედებითობის განვითარებას, არაფორმალური განათლების მიღებას და კულტურული მიღწევების გაცნობას. იდეის პრეზენტაციაზე გახმოვანდება მრავალი ინიციატივა, რომელიც თბილისელებს და სტუმრებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს,“ - აცხადებს სანდრო კაკულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს