სექტემბერში 136 000 ლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სექტემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან 7 დაკავებულია.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქო ამოიღეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა