ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც 2020 წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.

„როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა.

ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებს სოციალური პირობების გაუმჯობესების პროექტების ფარგლებში მიმდინარე შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს