ლონდა თოლორაიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მზადაა, 1 ნოემბრიდან სრული დატვირთვით შეუდგეს საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის აღსრულების მიმდინარეობისა და სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ სამსახური მზადაა 1 ნოემბრიდან სრული დატვირთვით შეუდგეს საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას.

„სახელმწიფო ინსპექტორს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

2019 წლის 1 ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო ფუნქცია ამოქმედდება. სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულებს გამოიძიებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა