„ევრონიუსი“ - ვლადიმირ ზელენსკი დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას და არჩევნების ჩატარებას დათანხმდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დათანხმდა დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასა და სეპარატისტულ რეგიონში არჩევნების ჩატარებას. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. „დღეს ნორმანდიული ოთხეულის სამიტის გზაზე ბოლო დაბრკოლებები მოიხსნა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გვექნება ზუსტი თარიღები”, - განუცხადა ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებს.

გეგმა, რომელიც დონბასის რეგიონისთვის სპეციალურ სტატუსს და არჩევნების გამართვას ითვალისწინებს, 2016 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერის მიერ იყო შეთავაზებული და მას „შტაინმაიერის ფორმულად“ მოიხსენიებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რუსეთმა და უკრაინამ გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდეგ პატიმრები გაცვალეს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა