გია ვოლსკი - ბევრი ადამიანი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელსაც გარკვეული რესურსი გააჩნია, ქვეყანას სიკეთე მოუტანოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მას არაფერი სმენია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება იმ ადამიანებისგან, ვისაც ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.

„ძალიან კარგი, ბევრი ადამიანი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელსაც გააჩნია გარკვეული რესურსი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას. ქობულიაზე კონკრეტულად არ გამიგია, მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს განიხილავს, თუმცა ამის თაობაზე ზუსტ გადაწყვეტილებას ნოემბერში მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა