ეკა ბესელია მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - ხაჭაპურს მამაკაცებიც კარგად აცხობენ

ხაჭაპურს მამაკაცებიც კარგად აცხობენ, - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც მან რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შესახებ გააკეთა.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, მაია ცქიტიშვილზე დიდი წარმოდგენის არც თავად არის, თუმცა საჯარო სივრცეში მყოფი ქალების მიმართ ასეთ გამონათქვამებს ვერ მიესალმება და არ მოსწონს.

„არც ის ვიცი, როგორ აცხობს ხაჭაპურს და არც იმ აზრის ვარ, რომ მხოლოდ ქალებთან მიმართებით შეიძლება გამოიყენო ასეთი ფორმულირება, რომელიც კულინარიას და სამზარეულოს უკავშირდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მთავრობის მუშაობის შეფასებისას მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა