ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, ნამცეცი ნამუსი მაინც თუ ექნება, მოსამართლე ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს აღკვეთის გარეშე დატოვებს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის უფლებადამცველი ონისე მარგიანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ მარგიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მარგიანი განმარტავს, მისთვის დანამდვილებით ცნობილი არ არის, პროკურატურამ პოზიცია შეცვალა თუ არა, ოტიაშვილის პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. "გირაოს მოთხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენად დადასტურდება, არ ვიცი. თუ პროკურატურა პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიციას შეცვლის, ჩვენ ჩავთვლით, რომ ბრძოლა მაინც არ დაგვისრულებია, ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე, გამართლებამდე გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, ადვოკატი რომ გარეთ იქნება, მაგრამ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო შიგნით. მადლობას ვერ გადავუხდით, პატიმრობა გირაოთი თუ შეცვალეს. ისევ ნაწყენი ვართ და ბრძოლას ისევ გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მოსამართლე მას აღკვეთის გარეშე დატოვებს, ნამცეცი ნამუსი მაინც თუ ექნება", - განაცხადა მარგიანმა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პროკურატურა ნაირა ოტიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნაირა ოტიაშვილის მხარდასაჭერად მისი კოლეგები იკრიბებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა