ალექსანდრე ლუკაშენკო 4 ოქტომბერს უკრაინას ეწვევა

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, 4 ოქტომბერს უკრაინას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც უკრაინა-ბელორუსიის რიგით მეორე რეგიონულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჟიტომირში გაიმართება. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

ბელორუსიის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან. მხარეები დეტალურად განიხილავენ უკრაინა-ბელორუსიის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა