ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტით, სასამართლო სისტემაში  მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება უზრუნველყოფილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება უზრუნველყოფილი.

„დღეს, პირველი მოსმენით მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც მომზადდა სასამართლო რეფორმის, ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში.

ჩვენ შექმნილი გვქონდა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, საერთაშორისო პარტნიორები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ძალიან ფართო კონსენსუსის საფუძველზე მომზადდა ეს კანონპროექტი. კონსენსუსი განაპირობა სწორედ იმან, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის შემდგომ გაჯანსაღებას. ამაზე შევთანხმდით ყველა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ სამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება უზრუნველყოფილი ამ კანონპროექტის საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს