ირაკლი კოვზანაძემ  აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას უმასპინძლა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აშშ-ის კონგრესში არსებული ეკონომიკის საკითხთა და ფინანსთა კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების წევრი კონგრესმენებისა და სენატორთა თანაშემწეებს უმასპინძლა.

მხარეებმა ერთმანეთს აშშ-ს კონგრესისა და საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ამასთან, საუბარი შეეხო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და მონიტორინგის პროცესებს, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ინსტიტუტების: ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის მიმართულებით ახორციელებს.

„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზეც, საქართველოს ხელსაყრელ საინვეტიციო კლიმატზე და ქვეყნის საქართველოს საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე“, - ნათქვამია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას მასპინძლობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა