სებასტიან მოლინეუსი - მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველა ძირითად კრიტერიუმში აჩვენა პროგრესი და გაუმჯობესება.

„მმართველობის ინდიკატორებს ჩვენ განვიხილავთ როგორც კრიტიკულ თემას. ამით ვაფასებთ თუ როგორ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ იმართება ქვეყანა, როგორ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორია ამ გადაწყვეტილებების მიღების ეკონომიკური ანალიზი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებებმა მოქალაქეებზე, საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებებით საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი. საქართველო არის ნამდვილად ტოპ რეფორმატორი ქვეყანა გაუმჯობესებისა და რეიტინგების თვალსაზრისით. ესაა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული პროგრესული ნაბიჯები. ჩვენ გვეამაყება, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ამ რეფორმების გატარებაში. ამავდროულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ მეტის გაკეთება არის შესაძლებელი. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ ძირითადი მიმართულებების გაძლიერებაში როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობის არარსებობა, მთავრობის ეფექტურობა, კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა