როუზ გოტმიოლერი გიორგი გახარიას - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის შეხვედრაზე აღინიშნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მათივე ცნობით, პოზიტიურად შეფასდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, როგორ უმდა გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა შავი ზღვის რეგიონში.

პრემიერ-მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მზარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, რომელიც ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი - ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო