„სამოქალაქო მოძრაობა“ დეპუტატების მანდატების რაოდენობის 150-დან 100-მდე შემცირების ინიციატივით გამოდის

„სამოქალაქო მოძრაობა" მიმართავს საქართველოში არსებულ ყველა საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს და მოძრაობას და გამოდის ინიციატივით, ქვეყნის პარლამენტი 50 დეპუტატით შემცირდეს.

როგორც „სამოქალაქო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უახლოეს მომავალში პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წელს არჩევნები ქვეყანაში პროპორციული წესით ჩატარდება.

როგორ განცხადებაშია აღნიშნული, „სამოქალაქო მოძრაობის" პრინციპული პოზიციაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, განხორციელდეს კიდევ ერთი ცვლილება და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მანდატების რაოდენობა 150 -დან 100- მდე შემცირდეს.

„ყველა საჯაროდ აცხადებს და ამბობს, რომ აუცილებელია ქამრების შემოჭერა, დიდია სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯები. დეპუტატების შემცირების ინიციატივა, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გვეყოლება უფრო ნაკლები "მდუმარე" და ყველასთვის უცნობი დეპუტატი. 50 მანდატით პარლამენტის შემცირება არანაირად არ დააზარალებს კანონშემოქმედების პროცესს. პირიქით, მას უფრო ხარისხიანს გახდის. ყველა ევროპულ ქვეყანაში ერთი მანდატის ელექტორალური "ფასი" 20 ათასიდან 70 ათასის ხმის ფარგლებში მერყეობს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლით და 150 დეპუტატის პირობებში, ერთი მანდატის მისაღებად ხმების რაოდენობა მცირდება, მანდატს უნდა გააჩნდეს ლეგიტიმაცია. პროპორციული სისტემის შემთხვევაში, ერთი მანდატის მოსაპოვებლად 14 ათასი ხმა იქნება საჭირო. ჩვენი შემოთავაზებით კი, ერთი მანდატის საარჩევნო "წონა" გაიზრდება.

სახელმწიფოს პარლამენტარების შენახვა ყოველწლიურად 55 მილიონი ლარი უჯდება. თუ მათი რაოდენობა 100- მდე შემცირდება, ქვეყანა 15 მილიონ ლარს დაზოგავს. თანხა, რომლებსაც მოქალაქეები იხდიან, მათვე უნდა ხმარდებოდეს და არ უნდა იხარჯებოდეს პარლამენტის წევრების უმიზნო მოგზაურობებში, კომფორტში ან საწვავში. ვფიქრობთ, რომ ყველას ინტერესში უნდა იყოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ამომრჩევლებს უფრო იაფი დაუჯდებათ და ამასთანავე იქნება უფრო ეფექტური და ხარისხიანი. მოვუწოდებთ ყველას, შემოუერთდნენ ქვეყნისთვის ამ აუცილებელ ცვლილებას და დეპუტატების რაოდენობა 150-დან 100-მდე შევამციროთ“,- ნათქვამია „სამოქალაქო მოძრაობის“ განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა