განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემის პროცესი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ პენსიაზე გასულ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოს პედაგოგებს სამინისტროში უმასპინძლა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრიდან აცნობეს, შეხვედრაზე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ღირსეული ნაბიჯი მათი მიმართულებით არასდროს გადადგმულა და ეს აღიარება მათთვის მოულოდნელი და მნიშვნელოვანია. მათივე თქმით, ეს პრეცედენტი არის მნიშვნელოვანი სტიმული იმ მოქმედი და მომავალი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ ურთულესი პროფესიის გზას ადგანან.

„თაობების აღზრდაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია. რეფორმა მასწავლებლით იწყება და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისის პირობები. პედაგოგზე დგას ქვეყნის მომავალი. დიდი შრომა და წარმოუდგენელი ძალისხმევა გაქვთ ამ საქმეში ჩადებული და მადლობა თქვენი შრომისთვის, სამინისტროს, ბავშვებისა და მშობლების სახელით. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ. პედაგოგი არის მთავარი ადამიანი ქვეყანაში”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პირველ ეტაპზე სახელმწიფოსგან ჯილდოს აღების სურვილი ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა. ჯილდოს სახით მათ ორი წლის ჯამური ხელფასი უკვე მიიღეს. ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე კიდევ ექნებათ.

რეფორმის ფარგლებში ის მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს, გაზრდილ ხელფასს ოქტომბერში აიღებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს