ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და „ფორმულა ნიუსის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. მათი გამოკითხვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე იგეგმება. უდუმაშვილი და ლაფერაშვილი პროკურატურაში 18:00 და 19:00 საათზე არიან დაბარებულები.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს