ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს.ბრალდებულ ნაირა ოტიაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის, სვეტლანა ბეკერისა და მანია ავდალოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილიც.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს - პროცესის დაწყებამდე სასამართლოში მცირე კონფლიქტიც მოხდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა