თეონა აქუბარდია - არასამთავრობო სექტორი თავისი კრიტიკული პოზიციებით იქნება წარდგენილი ნატო-ს ელჩების წინაშე

არასამთავრობო სექტორი თავისი კრიტიკული პოზიციებით იქნება წარდგენილი ნატო-ს ელჩების წინაშე და იქნება დიალოგის ფორმატში საუბრის საშუალება, - ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიამ ისაუბრა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც საბჭოს წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გაიმართება.

„ქვეყნის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ვაპირებ, ვესაუბრო ნატო-ს ელჩებს. ერთი მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელიც მომდინარეობს რუსული ოკუპაციიდან და ჰიბრიდული ომიდან გამომდინარე, ამავდროულად, იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ნატო-ს მოთხოვნები, იქნება ეს თავდაცვის თუ უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ამასთან, ვაპირებ, რომ აქცენტები გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული დოკუმენტების განახლება აუცილებელია ქვეყნის მთავრობის მიერ და ამავდროულად, ის თავდაცვის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ქვეყანაში, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, სად არის ის შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება, ქვეყანამ დამატებით გამოიყენოს, რათა დააჩქაროს ნატო-ში გაწევრიანება. ამ კითხვებს დავსვამ და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც არასამთავრობო სექტორი თავისი კრიტიკული პოზიციებით იქნება წარმოდგენილი ნატო-ს ელჩების წინაშე და იქნება დიალოგის ფორმატში საუბრის საშუალება", - განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო