სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - აქტიურად ვმუშაობთ 100 საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების ბიზნეს-სექტორისთვის წარსადგენად

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს 100 საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების ბიზნეს-სექტორისთვის წარსადგენად, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ საგენტოში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაინტერესებულ პირებს გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს გამარტივებული პროცედურით შესთავაზებენ.

„სახელმწიფო ქონების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყანაში მეტი ინვესტიციების მოსაზიდად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს 100 საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების ბიზნეს-სექტორისთვის წარსადგენად. სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას შესთავაზებს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. საპრივატიზებო ობიექტები დეველოპერული, სამრეწველო, გადამამუშავებელი, ტურისტულ, სასაწყობე, საგანმანათლებლო და სპორტულ მიმართულებებად დაიყოფა. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად იქნება განთავსებული სააგენტოს ვებ-გვერდზე და მას პერიოდულად დაემატება სხვა ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტები“, - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჯამში 74 251 659 ლარის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანა და ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა მოახდინა. სამი კვარტლის მონაცემებით გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 000 000 ლარს აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო