რომან გოცირიძე ხაზარაძის განცხადებაზე ცქიტიშვილზე - უნდა ეთქვა, მეც ვაცხობ ხაჭაპურს და კარგი ბანკი შევქმენი - შენ ჩემზე უკეთესად აცხობ ხაჭაპურს, მაგრამ ცუდი სამინისტრო გაქვს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით, მის გამოუცდელობას მიაწერს.

"რა განცხადებებსაც პარლამენტში ვისმენთ, ყველა რომ შევაფასოთ - უმრავლესობის წევრთა ნახევარი სიძულვილის ენას ხმარობენ, ყოველდღე იგინებიან, ილანძღებიან, და ცემა-ტყეპაა სამი წელია... მამუკა ხაზარაძეს მოუვიდა შეცდომა, მაგრამ მივაწეროთ მის ერთთვიან პოლიტიკურ გამოუცდელობას.

უკეთესია ეთქვა - მეც ვაცხობ ხაჭაპურს და მისი განცხადება იქნებოდა გენდერულად გაწონასწორებული. უნდა ეთქვა, მეც ვაცხობ ხაჭაპურს და კარგი ბანკი შევქმენი და შენ ჩემზე უკეთესად აცხობ ხაჭაპურს, მაგრამ ცუდი სამინისტრო გაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი სამზარეულოში იქნება თუ სამინისტროში, ქალიც ისეთივე ძლიერი უნდა იყოს თავის ადგილას, როგორც კაცი. ეს რომ ეთქვა ყველა ტაშს დავუკრავდით. მოუვიდა შეცდომა კაცს, ერთი თვეა სულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა შეცდომის აღიარება სჯობია,"- აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შესაძლოა კარგ ხაჭაპურს აცხობს, თუმცა, ინფრასტრუქტურის შესახებ არაფერი იცის. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ეს ფორმულირება სექსისტური არ არის და ამის დასადასტურებლად პროკურატურის შესახებ ადრე გაკეთებული საკუთარი განცხადება მოიყვანა, სადაც ამბობს, რომ "პროკურატურა საქმეებს ხაჭაპურებივით აწყობს. ხაზარაძე ასევე ამბობს, რომ მის გუნდში ბევრი წარმატებული ქალია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს