თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატის სატელევიზიო სკოლის ტექნიკური პროდიუსერი ლეონიდ მაზორი, ლოძის კინო-სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარჩინ მალატინსკი, კოლეჯის კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„1989 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით შექმნილმა საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიამ სათავე დაუდო საქართველოში ფორმალურ პროფესიულ განათლებას მედიის და ტელევიზიის მიმართულებით. წლების განმავლობაში იცვლებოდა სასწავლებლის სახელი, მაგრამ უცვლელი იყო ხერხემალი, რომელსაც "ოშხნელის კოლეჯი" ჰქვია და ის მთავარი პრინციპები, რომლის გამოც ადამიანები ამ სასწავლებელს ირჩევენ. კოლეჯი 30 წლის იუბილეს კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნავს, პირველი გამოშვებიდან დღემდე უკლებლივ ყველას მოუყრის თავს და "მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

საიუბილეო საღამოზე მოწვეული სტუმრებისთვის ნაჩვენები იქნება ფილმი- "სატელევიზიო სკოლის 30 წლიანი ისტორია".

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!