ბრალდებული ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო

ბრალდებული ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესზე მცირე ხმაური იყო.ბრალდებულის ადვოკატების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია. საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ადვოკატებს მიმართა, რომლის მიხედვითაც, მას შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ისინი პროცესზე პირველად იმყოფებოდნენ.

„აქ პირველად პროცესზე არავინაა", - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა.

ამასთან, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა ნაირა ოტიაშვილმაც და მან მოსამართლის აცილება მოითხოვა.

„ჩვენ ქურდულს ვერ მივაწვებით, მართლმსაჯულების სამსახურში ვართ", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა და განმარტა, რომ საკუთარ უფლებებს კოლეგებთან ერთად დაიცავს, იმ შემთხვევაშიც კი, წამებასაც რომ ჰქონდეს ადგილი.

ნაირა ოტიაშვილმა ასევე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვა.

„ნამდვილად გაქვთ საფუძველი, აიცილოთ საქმე. ვინც არის დამნაშავე, უნდა დაისაჯოს. თუ მე დამნაშავე ვარ, განმსაჯოს სამართლიანმა სასამართლომ. ჩემს უფლებებს დავიცავ ჩემს კოლეგებთან ერთად, წამების შემთხვევაშიც", - განაცხადა ოტიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა