კოტეჯი, რომელიც „ლელოს“ წარმომადგენლებს  რაზმაძეების ოჯახისთვის უნდა გადაეცათ, მესამე დღეა  სოფელ გუგუტიანთკართან არის გაჩერებული

კოტეჯი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებს გუგუტიანთკარში მცხოვრები რაზმაძეების ოჯახისთვის უნდა გადაეცათ, მესამე დღეა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან არის გაჩერებული.

სოფელში ამბობენ, რომ „ლელოს“ წარმომადგენლებმა კოტეჯი გუგუტიანთკარში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს. ერთ-ერთი კი, სოფლის ძველი სკოლის შენობაში შესახლებული ეთერ გუგუტიშვილის ოჯახია.

„ისევ აქ არის გაჩერებული ეს მანქანაც და კოტეჯიც, რას აპირებენ არ ვიცი, არ არის ეს კარგი საქციელი, ხალხს დააპირისპირებენ ერთმანეთს. ჩვენც შემოგვთავაზეს, მაგრამ მაშინვე უარი ვუთხარი, არ მინდა მე სხვისი ლუკმა, სხვისთვის გათვალისწინებული სახლი. ვუთხარი ისიც, რომ თუ დახმარება უნდათ, ერთნაირად გვიჭირს და ყველას მოგვიტანონ, სხვა მხრივ კი, მათ პოლიტიკურ ამბებში ვერ ჩავერევი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ და მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ქვეყანა კარგად იყოს, განვითარდეს და ჩვენ ბავშვებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ“, - განაცხადა სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა ეთერ გუგუტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო