გიორგი გახარია - საქართველოს გაწევრიანება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ

ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიულერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბათუმში განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას რუსეთის ფედერაციის პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსეთი არ შეეგუება ნატოს გაფართოებას და ამ ფონზე, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი ინტეგრაცია ნატოში.

"რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პირველი, რა თქმა უნდა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროის გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. მეორეც - რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს გაწევრიანება, ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ. შესაბამისად, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადგავართ, როგორც ჩვენი დემოკრატიზაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების გზას და ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა გაერთიანებებში იქნება საქართველო", - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა