ნატოს გენმდივნის მოადგილე - შეშფოთებული ვართ, შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით და ამიტომაც, ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის

შეშფოთებული ვართ, შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით და ამიტომაც, ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა ბათუმში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ გაიმართა.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ნატო-სთან თავსებადობის მიმართულებით და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენ წვლილს ჩვენ ერთობლივ უსაფრთხოებაში. თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენ მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და ავღანეთში შევქმნათ პირობები მშვიდობისთვის. გილოცავთ, რომ საქართველო წარმომადგენელი შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს ავღანეთში, ეს არის უმაღლესი პოზიცია, რომელსაც საქართველოს ოფიცერი იკავებს ნატო-ს მისიებში და ჩვენ ვაფასებთ ამ მიმართულებაში თქვენ ლიდერობას. მივესალმებით ბრიგადის გენერალ ჯანჯღავას ამ როლში.

თქვენ ასევე ძალებს უზრუნველყოფთ ნატო-ს რეაგირების ძალებისთვის და თქვენ უმასპინძლეთ ნატო-საქართველოს ერთიან წვრთნებს. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა ამაზე და მე ქართულადაც კი გავიგე“,-აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოში გატარებული რეფორმების განხორციელებაში. როუზ გოტმიოლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს რეგიონიდან ჯარები.

„ჩვენ დღეს ხუთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც თქვენი ქვეყნის თავდაცვას გააძლიერებს , ერთიანი წვრთნისა და შეფასების ცენტრის და ერთობლივი წვრთნების მეშვეობით. დღეს შევთანხმდით, რომ განვაახლოთ არსებითი პაკეტი, ალიანსის წევრებმა რესურსების დაპირება გააკეთეს.

თქვენ მოახდინეთ თქვენი ინსტიტუტების გაძლიერება, მოახდინეთ მოდერნიზება თავდაცვის ძალების თავდაცვის ბიუჯეტის გაფართოებით. მოგიწოდებთ და მხარს გიჭერთ ამ მიმართულებით, რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით. მხარს გიჭერთ იმ რეფორმების განხორციელებისთვის, რომელიც ნატოსთან აახლოებს საქართველოს.

ბრიუსელის სამიტზე 2018 წელს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ალიანსის წევრად იქნება მიღებული. ნატო-ს კარი ღია რჩება, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტიტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის მისამართით.

რუსეთს მოვუწოდებთ, გაიწვიოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან ჯარები. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო გაძლიერებით და ამიტომაც ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის“,-განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა როუზ გოტმიოლერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს