მაია ცქიტიშვილი - დიახ, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ძალიან კარგად ავაშენებ

დიახ, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ძალიან კარგად ავაშენებ, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასფრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ "მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა".

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ახალგაზრდა გოგონებს მოუწოდა, მსგავსი ტიპის განცხადებებს არასდროს შეუშინდნენ და ყოველთვის აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ.

"რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს. ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ. მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას", - განცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვას, ასახავს თუ არა ეს განცხადება ხაზარაძის მსოფლმხედველობას, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ "კარგი კითხვაა და მე მგონი, ამ კითხვაში არის პასუხიც".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო