გიორგი ლაფერაშვილი - მე პროკურატურაში მოსვლას ვუკავშირებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას

არ ვიცი , ქალბატონ ნიჟარაძეს რომელი თანხები აინტერესებს - არის ეს მისი ყოფილი მეუღლის მიერ ჩემთვის მოცემული პრემიები, თუ ნიკა გვარამიას მიერ მოცემული. არ ვიცი რაშია საქმე, თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია „ფორმულა“, - ამის შესახებ „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ამრიგად, ლაფერაშვილი „რუსთავი 2“ - ის ყოფილ მეწილეს ნინო ნიჟარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც წარსულში „რუსთავი 2“ - ისა და სარეკლამო სახლ „ინტერმედიის” ურთიერთობის თაობაზე პროკურატურას მიმართა.

„ჩვენ ვნახეთ რამდენი საათი გაგრძელდა გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის ზუკა გუმბერიძის დაკითხვა და ვიცით ისიც, თუ როგორი არაფრის მომტანი იყო ეს ყველაფერი. სავარაუდოდ, პროკურატურამ დღეს გადაწყვიტა, რომ ანალოგიურად მოიქცეს ჩემთან დაკავშირებით. არ ვიცი, ქალბატონ ნიჟარაძეს რომელი თანხები აინტერესებს - არის ეს მისი ყოფილი მეუღლის მიერ ჩემთვის მოცემული პრემიები, თუ ნიკა გვარამიას მიერ მოცემული. არ ვიცი, რაშია საქმე თუმცა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია „ფორმულა“. თუ მკითხავთ რას ვუკავშირებ აქ მოსვლას, მე აქ მოსვლას ვუკავშირებ უშუალოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას“, - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაიბარეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა