მამუკა ხაზარაძე - 15 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერს გავხსნით და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ეკა ბესელიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ეკა ბესელიამ და ყველამ კარგად იცის, რომ მისი პარტია პოლიტიკაში მოსვლას ახალი სახეებით აპირებს და არანაირ თანამშრომლობასა და ერთად ყოფნაზე საუბარი არ ყოფილა.

„მე ეკას დიდ პატივს ვცემ. ხშირი ურთიერთობა არ გვქონია, სულ რამდენჯერმე შევხვედრილვარ. ბოლოს გვქონდა საუბარი, არანაირ თანამშრომლობაზე და ერთად ყოფნაზე საუბარი არ ყოფილა, ეკამ იცის და ყველამ იცის, რომ ჩვენ ახალი სახეებით ვაპირებთ პოლიტიკაში მოსვლას. მე შევხვდი სხვა პოლიტიკოსებსაც არა იმიტომ, რომ დამეპატიჟებინა, უბრალოდ იმ ადამიანებს რომელსაც მე პატივს ვცემ, მინდა, რომ შევხვდე. შევხვდი ლევან გოგიჩაიშვილს, არ მინახავს გიორგი კვირიკაშვილი რამდენჯერმე მივულოცეთ ერთმანეთს, გიორგისთან რაღაც შეხვედრა რომ მქონოდა, ამას არ დავმალავდი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ ხდება არის ანაკლიის პორტის ჩასაძირად მიმართული და 15 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

„ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციური ცენტრის გაკეთების, რუკაზე დასმის, საქართველოსთვის ფუნქციის მიცემის და მნიშვნელოვანი ფინანსური რეგიონალური მოთამაშის გაჩენისთვის ანაკლია არის უზარმაზარი აღმძრავი ძალა. აღარ ვლაპარაკობ ჩვენ ძმებ აფხაზებსა და გალის რაიონზე, რომლებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით და მოლოდინით ელოდებოდა ამ პროექტს. ამიტომ კაბინეტიდან დაძახებულ რეპლიკებს ვერ მივიღებ. ამაზე ყველა მიიღებს პასუხს იმიტომ, რომ რაც ხდება ჩვენს თავს და საბოლოო ჯამში არის ანაკლიის ჩასაძირად გამზადებული. საქართველოს მოქალაქეები ამას არავის არ აპატიებენ. 15 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერს გავხსნით და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა