დიმიტრი საძაგლიშვილი - „რუსთავი 2“-ის გაკოტრება უნდათ ახსნან იმით, რომ წინა დირექტორი და მისი მოადგილეები  ზიანს აყენებდნენ კომპანიას

ამ საქმეს აქვს ერთი შეფარული მიზანი. იმ მდგომარეობის ახსნა, რა მდგომარეობაშიც დღეს კომპანიაა. „რუსთავი 2“-ის გაკოტრება უნდათ ახსნან იმით, რომ წინა დირექტორი და მისი მოადგილეები ფინანსური დარღვევების გამო, ზიანს აყენებდნენ კომპანიას, რაც სრული აბსურდია. ასე გამოეხმაურა ზაალ უდუმაშვილისა და გიორგი ლაფერაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, უდუმაშვილის გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ საქმეს რომლის ფარგლებშიც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გამოიკითხნენ.

მისი თქმით, ამ საქმის გამოძიების მიზანი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების გაჩუმებაა.

„ამ საქმეზე გამძიების წარმართვის და მით უმეტეს, ამა თუ იმ პირის პასუხისგებაში მიცემის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიზანი არის ძალიან მარტივი. კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების გაჩუმება. გარდა ამისა, ამ ყველაფერს აქვს ერთი შეფარული მიზანი. იმ მდგომარეობის ახსნა, რა მდგომარეობაშიც დღეს კომპანიაა. „რუსთავი 2“-ის გაკოტრება უნდათ ახსნან იმით, რომ წინა დირექტორი და მისი მოადგილეები ფინანსური დარღვევების გამო, ზიანს აყენებდნენ კომანიას და კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა წინა მენეჯმენტის ბრალია. რაც სრული აბსურდია, რადგან წინა მენეჯმენტის დამსახურება იყო ის, რომ „რუსთავი 2“ ყველაზე მაღალრეიტინგული და მაღალშემოსავლიანი ტელევიზია იყო. ამ ყველაფერზე მეტყველებს სტატისტიკა, რა მდგომარეობა იყო მაშინ კომპანიაში და რა მდგომარეობაა დღეს. ასე რომ, ამ საქმეს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ზაალ უდუმაშვილის შემთხვევაში კითხები იყო იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაში იყო მაშინ კომპანია და აუღია თუ არა მას პრემია. ამით შემოიფარგლებოდა გამოძიება“,-აღნიშნა. საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო