სერგი კაპანაძე -  ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოსთან დაჩქარდეს, ახალ ეტაპზე გადავიდეს

ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სთან უნდა დაჩქარდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან.

„ხაზს ვუსვამ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება საქართველოში. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოსთან უნდა დაჩქარდეს, უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე და ნატო უნდა იყოს უფრო აქტიური პარტნიორი ჩვენთან სხვადასხვა თვალსაზრისით - როგორც უსაფრთხოების, ისე დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მძიმე საარჩევნო წელია“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს