აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენლობას საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას შეინ როზენტალი 25 სექტემბერს შეუდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, ახალი დირექტორი საქართველოში უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებსა და ბანკის ურთიერთობებს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან, ასევე მეთვალყურეობას გაუწევს ADB-ის ახლახან დამტკიცებულ ქვეყანასთან თანამშრომლობის 2019-2023 სტრატეგიის განხორციელებას.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას უჭერს მხარს, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.

„უაღრესად მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება და იცვლება, რათა დააკმაყოფილოს მზარდი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის მოთხოვნები. ეს მოიცავს ინვესტიციებისთვის საჭირო ფინანსებსა და თანამედროვე მიდგომებს, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს რეგიონულ სახმელეთო კავშირებს, გაუმჯობესდეს მუშახელის უნარები და ხელი შევუწყოთ ქალაქების განვითარებას. აღნიშნული გამოწვევების დაძლევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობას ექნება“,-აცხადებს შეინ როზენტალი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა