„ვითიბი ბანკმა“ იურიდიული პირებს და ინდმეწარმეებს ახალი შესაძლებლობის Visa Business ბარათი შესთავაზა

„ვითიბი ბანკმა“ იურიდიულ პირებს სრულიად ახალი, მომენტალური, ბიზნეს ბარათი Visa Business შესთავაზა, რომლის ღირებულება 30 ლარია და აღება განაცხადის შევსებიდან რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, ახალი ბიზნეს ბარათით შესაძლებელია, როგორც კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული უნაღდო ანგარიშსწორება, ასევე თანხის განაღდება საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკომატში. „ვითიბი ბანკისა“ და პარტნიორი ბანკის ბანკომატებში განაღდების ტარიფი 0.2%-ს შეადგენს. როგორც ბანკში აღნიშნავენ, მომენტალური Visa Business უკვე განსაკუთრებით პოპულარული გახდა მცირე მეწარმეებისთვის.

„ახალ ბარათთან ერთად კომპანიამ ასევე არსებულ უნივერსალურ Visa Business ბარათზე განახლებული ფუნქციონალი და განახევრებული ტარიფები წარმოადგინა. ბარათის ღირებულება 150 ლარიდან 75 ლარამდე, ხოლო განაღდების ტარიფი 0.5%-დან 0.2% მდე შემცირდა. აღნიშნული ბარათის მეშვეობით რამდენიმე ძირითად ვალუტაში შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მომსახურების მიღება შეუზღუდავად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ბარათი ასევე გამოიყენება ორგანიზაციის წარმომადგენლობითი, სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ასანაზღაურებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა