ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ძალიან ამაყები ვართ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით

ვამაყობთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით, რომ ის დაეხმაროს რეგიონში უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის პორტში განაცხადა, სადაც შედგა მისი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი სანაპირო დაცვის ხომალდებზე.

„დიდი მადლობა ყველას აქ ყოფნისთვის, მოხარული ვარ ასეთი ენთუზიაზმის დანახვით. უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია და ასევე, ძალიან სასიამოვნოა. დღეს ჩვენ სანაპირო დაცვის პროგრესი ვნახეთ. ვეწვიეთ გემებს, შევხვდით და ვესაუბრეთ ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, საბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატო-სთან ერთად. ძალიან ამაყები ვართ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით, რომ ის დაეხმაროს რეგიონში უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას. ძალიან მოხარული ვარ ბათუმში ჩემი ყოფნით, ამ სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა ბრიუსელში წვიმიანი დღეების შემდეგ და ასევე, მადლობა შს მინისტრს ჩემი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა გოტმიოლერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა