არჩილ თალაკვაძე - გვეამაყება, რომ ვართ დასავლური საზოგადოების საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი

ჩვენი მოქალაქეები ამაყობენ, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს საერთაშორისო მისიებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ამაყია, რომ დასავლური საზოგადოების საიმედო პარტნიორს წარმოადგენს რეგიონში.

„ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ვართ ამ საზოგადოების, ამ დიდი ოჯახის წევრები, რომ ვართ დასავლური საზოგადოების საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი რეგიონში. საქართველომ მოიკრიბა ძალა და მეგობრების მხარდაჭერა იმისთვის, რომ თავისი დემოკრატია განევითარებინა. ჩვენ ვრჩებით დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულები და საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ბუნებრივია, ამაში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აქვს, ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ პარლამენტის რეგლამენტი, გავააქტიურეთ მუშაობა საპარლამენტო ასამბლეების ფორმატებში, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა.

საქართველო ამაყია და ჩვენი საზოგადოება, მოქალაქეები ამაყობენ, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ურთულეს წერტილებში მშვიდობას, თავისუფლებას და იმ საერთო ღირებულებებს იცავენ, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა