ანრი ოხანაშვილი ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე - სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის რეფორმებს ვახორციელებთ

ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნატო-ში აშშ-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის განცხადებას. როგორც ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერს.

„მეოთხე ტალღის პროექტს იურიდიულ კომიტეტზე უკვე მხარი დავუჭირეთ და მხარდაჭერილია პლენარულ სხდომაზეც. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა. მათ გაავრცელეს ოფიციალური განცხადებაც, რომ ისინი მიესალმებიან მეოთხე ტალღის რეფორმას,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისათვის, აშშ-ის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ნატოში განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოწვევები აქვს. მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოში რეფორმები წინ მიიწევდეს და იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს