სერგი კაპანაძე - ხელისუფლების დამოკიდებულება ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ბოლო წლების განმავლობაში დანაშაულებრივი იყო

„ჩემი აზრით, ხელისუფლების დამოკიდებულება ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ბოლო წლების განმავლობაში იყო დანაშაულებრივი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილზე, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

„ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულება ანაკლიის პორტთან მიმართებაში, ჩემი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში იყო დანაშაულებრივი. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ნებისმიერი ფეხის ათრევა, ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა ან ღია შეტევა იმ კონსორციუმზე, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და მათ შორის შეიძლება, შეიცავდეს როგორც კორუფციას, ისე პირდაპირ სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ სვლას. რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ეხებოდა ხაჭაპურების ცხობას, ვთვლი, რომ ეს იყო მცდარი, არასწორი განცხადება. იმედია, მომავალში ასეთ განცხადებებს ის არ გაიმეორებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს