ირაკლი აბესაძე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ცინიზმად და თავხედობად აფასებს

ცინიზმი და თავხედობა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ქუცნაშვილი 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენები ცალსახად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ გავრილოვის ჩამოყვანა და მისი ჩასმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო „ქართული ოცნების" დანაშაულებრივი საქციელი. ქუცნაშვილის ცინიკური გამოსვლა და გამართლების მცდელობაც ამას ადასტურებს. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ „ევროპული საქარყველოს" დეპუტატებმა აღარ მისცეს გავრილოვს საშუალება დაეკავებინა სკამი და ამან ასევე, გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებამ ჩაახშო და დაშალა. ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც თვალები დათხარა ახალგაზრდებს, პასუხი ეგო, ჩვენ ის ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის სავარძელში. ასე რომ, დღეს ქუცნაშვილი ღიად საუბრობს იმას, რაც „ქართული ოცნებისთვის" არაპოპულარულია“, - აცხადებს დეპუტატი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს