მაია თოდუა - ამ გადაწყვეტილებით აბასთუმნის ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებთან მომავალი პესპექტივები და განვითარების გეგმები განიხილა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიის რეჟიმში თანამშრომლებმა მინისტრის მოადგილესთან ერთად იმ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს, რომელიც ობსერვატორიას გააჩნია.

გიორგი ვაშაკიძის თქმით, ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად არსებობა როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა რესურსის თვალსაზრისით მის გაძლიერებას გულისხმობს. შესაბამისად, განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის უკეთესად მოწყობა და მისი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა. მოხდება იმ მოწყობილობების განახლება, რაც უფრო წარმატებით ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ობსერვატორიის თანამშრომლების თქმით, გადაწყვეტილება სამართლიანი და დროული იყო. ამიტომ, გამოხატეს სრული მზაობა, სამინისტროს მხარდაჭერით, მაქსიმალურად ჩაერთონ ყველა პროცესში, ერთობლივად იზრუნონ არსებულ გამოწვევებზე და განახორციელონ პრიორიტეტული პროექტები.

აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებში გადასვლასთან დაკავშირებით შევხვდით მინისტრის მოადგილეს და დიდი მოლოდინები გვაქვს. როგორც გიორგი ვაშაკიძემ ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა, ობსერვატორია ჩამოყალიბდება სსიპ-ად, რაც ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას, ავტონომიასა და შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მხრიდან უნიკალური ობსერვატორიის მიმართ დიდი მხარდაჭერა და ყურადღება იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ საქართველოში ერთადერთ და რეგიონში არსებული სულ რამდენიმე ობსერვატორიიდან ერთ-ერთ უნიკალურ - აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება“ , - განცხადა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუამ.

24 ნოემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აბასთუმნის ობსერვატორია გამოეყოფა და განათლების სამინისტროს სსიპ-ად ჩამოყალიბდება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, სსიპ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ფუძნდება და საქართველოს აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს სსიპ-ად ყალიბდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო