ნატო-ში საქართველოს ელჩი - შეფასებები, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაკეთდა, იყო პოზიტიური და არანაირ კრიტიკას ადგილი არ ჰქონია

შეხვედრაზე იყო მხოლოდ წამახალისებელი გზავნილები, არანაირი კრიტიკას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან შედგა.

მისი თქით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა ძირითად პრობლემატურ თემებზე რაც საქართველოს დღის წესრიგშია. მისივე თქმით, საბჭოს მხრიდან გაკეთებული შეფასებები იყო მხოლოდ პოზიტიური და წამახალისებელი.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში გრძელდება ნაყოფიერად, გვქონდა საშუალება რომ სამუშაო რეჟიმში განგვეხილა ყველა პრობლემატური თემა, რომელიც გაგვაჩნია დღის წესრიგში. საუბარი შეეხო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ამ თემებზე საუბარი იყო ყოვლისმომცველი და ყველა აქტუალური საკითხი იყო მაქსიმალურად გამოტანილი.

შეფასებები, რომლებიც გაკეთდა დახურულ კარს მიღმა, იყო პოზიტიური და გზავნილები, რომელიც გაკეთდა მათი მხრიდან, იყო მხოლოდ წამახალისებელი, არანაირი კრიტიკას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო