გორში, სამშენებლო მასალების ერთ-ერთ საამქროში მუშა დაშავდა

გორში, სამშენებლო მასალების ერთ-ერთ საამქროში, მუშა, რომელიც სამშენებლო ბლოკის დაზგას წმენდდა, დაშავდა. ამის მიზეზი სავარაუდოდ, მოულოდნელად ელექტრომექანიზმის ჩართვა გახდა. შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მუშამ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. იგი კლინიკა ,,გორმედშია“ გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,პაციენტს თავის არეში აღენიშნება ჭრილობები და თავის ტვინის შერყევა, ასევე, საწარმოო შემთხვევის დროს მოხდა ყურის ნიჟარის დაზიანება. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი მოთავსებულია ,,გორმედის“ სტაციონარში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნეიროქირურგმა კახა ფაცინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო