სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მიზანი ურყევია - ეს არის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში

ჩვენი მიზანი ურყევია - ეს არის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ვერავინ შეგვაცვლევინა ეს მიზანი და ვერავინ შეგვაცვლევინებს მას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად, მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტის განმარტებით, მიზნისკენ მიმავალ გზაზე საქართველო „ძალიან ეფექტურად ივლის წინ“.

„გავიმეორე, რასაც ვიმეორებ პრაქტიკულად ყველა ჩემს გამოსვლაში, რომ ჩვენთვის აუცილებელია დავძლიოთ პოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის, როგორც მინიმუმ იმ საკითხებთან მიმართებით, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატო-ში ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ამ სამ საკითხზე თუ ერთიანი არ ვიქნებით, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მაგრამ რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას ამ საკითხებთან მიმართებით, ამიტომ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ. ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩვენი მიზანი ურყევია. ეს არის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. ვერავინ შეგვაცვლევინა ეს მიზანი და ვერავინ შეგვაცვლევინებს ამ მიზანს. ეს არის ჩვენი და ხალხის, მოსახლეობის ურყევი გადაწყვეტილება. ამიტომ ვართ ძლიერი ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ჩვენი, ყველას არჩეული გზა, ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია და ალბათ ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ ამ გზაზე საქართველო ივლის წინ და ძალიან ეფექტურად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა