გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გაბუნია უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე პროკურატურაში „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც დაიბარეს. ის უწყებაში ხვალ, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს