„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დელეგაცია ბაქოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას „ძლიერი და პრესტიჟული ადვოკატურა - თანამედროვე გამოწვევები" დაესწრო

ბაქოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია „ძლიერი და პრესტიჟული ადვოკატურა - თანამედროვე გამოწვევები" გაიმართა, რომელიც აზერბაიჯანის ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს’’ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ღონისძიებას „ადვოკატთა ასოციაციის“ ათზე მეტი წარმომადგენელი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დელეგაცია, თავმჯდომარის- დავით ასათიანის ხელმძღვანელობით დაესწრო.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ასათიანმა აზერბაიჯანელ კოლეგებს 100 წლის იუბილე მიულოცა და ქართული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ხაზი გაუსვა ერთიანი ადვოკატურის მნიშვნელობასა და ქართველი ადვოკატების როლს სამართლიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის ფორმირების პროცესში. ასევე, ისაუბრა ადვოკატისა და კლიენტის გაიგივების პრობლემასთან დაკავშირებით და მისი გადაჭრის იმ ზომებზე, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს. დავით ასათიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროფესიაში შესვლის მაღალი სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის მნიშვნელობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა