ირანის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

თეირანში რუსი ჟურნალისტის დაკავების გამო ირანის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსი ჟურნალისტის თეირანში დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისა და რუსეთის მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით, ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, - წერს ზახაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ირანის დედაქალაქ თეირანში, რუსი ჟურნალისტი, იულია იუზიკი დააკავეს. როგორც სააგენტო „როიტერსს“ დაკავებულის ყოფილმა მეუღლემ, ბორის ვოიცეხოვსკიმ, განუცხადა, იუზიკი ტელეფონით დედას დაუკავშირდა და უთხრა, რომ უსაფრთხოების ძალები მის სასტუმრო ოთახში შეიჭრნენ და ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა